ისრაელის თავდაცვის არმიის (IDF) სპიკერი, პიტერ ლერნერი მიმდინარე მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ ეს არის „ადამიანური ტრაგედია გამყოფი ბარიერის ორივე მხარეს“.
ამის შესახებ მან BBC -სთან ინტერვიუში თქვა.
„ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც “ჰამასი” არ უნდა არსებობდეს. ამ ორგანიზაციის გამო ყველა იტანჯება“, – თქვა მან.
ლერნერმა დაჯგუფება დაადანაშაულა იმაში, რომ მისი წევრები პალესტინელების ზურგს უკან არიან დამალული.
“ჰამასი” თავის ყველა საბრძოლო შესაძლებლობებს სამოქალაქო სექტორში განათავსებს, მათ შორის, დამრტყმელ დრონებს საცხოვრებელი სახლების სახურავებზე და გაეროს შენობებიდან რაკეტების გაშვება“, თქვა მან.
პიტერ ლერნერმა ასევე თქვა, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 7000-ზე მეტი რაკეტა იქნა გასროლილი.