ისრაელი ღაზას სექტორში დღეში 100 სატვირთოს გაატარებს

ისრაელი ღაზას სექტორში დღეში ჰუმანიტარული დახმარების 100 სატვირთოს გაატარებს.

ამის შესახებ Times of Israel ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.

„ისრაელი დათანხმდა ჰუმანიტარული დახმარების 100 სატვირთო მანქანის გატარებას, ბაიდენის ადმინისტრაციასთან ინტენსიური დიპლომატიური მოლაპარაკებების შემდეგ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზეთის ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას მას შემდეგ მიაღწიეს, რაც გაეროს ლტოლვილთა დახმარებისა სააგენტომ (UNRWA) განაცხადა, რომ ღაზაში მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად საკმარისი სატვირთო არ შედის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები