ხმაური ოზურგეთის საკრებულოში – სხდომაზე დამსწრე სოფო ჯაფარიძეს უმრავლესობის წევრებმა პროექტი „ღიმილიანი საქართველო“ შეახსენეს

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით მჟავანაძემ განაცხადა, რომ სოფელ ლიხაურში მდებარე ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმიდან ერთ-ერთი თანამშრომელი უკანონოდ იქნა გათავისუფლებული. აღნიშნულ ბრალდებას არ დაეთანხმნენ მმართველი გუნდის წევრები, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„მობრძანდა ბატონი დავითი და უნდოდა ბრიფინგის ჩატარება. თავისუფალი იყო დარბაზი მანამდე, შეეძლო ჩაეტარებინა, კიდევ ერთხელ მოაწყო მასკარადი. მთელმა საქართველომ იცის მათი პარტიის მოსაზრება, შეხედულებები ზოგადად ქვეყანაზე. როგორი ფეიკპარტიაც ხართ, ისეთი ფეიკნიუსები გაქვთ“, – განაცხადა ოზურგეთის მერის მოადგილემ, გიორგი ბურჭულეიშვილმა.

სხდომას ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი – სოფო ჯაფარიძე, რომელსაც უმრავლესობის წევრებმა პროექტი „ღიმილიანი საქართველო“ შეახსენეს.

საკრებულოს წევრებმა ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, ოპოზიციამ კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები