გიორგი ვოლსკი: ვფიქრობ, ზურაბიშვილი ვიზიტებიდან ელოდებოდა უფრო მეტ უარყოფით დამოკიდებულებას საერთაშორისო თანამეგობრობიდან საქართველოს ხელისუფლებების მიმართ და ეს შედეგი ვერ მიიღო
“ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი თავისი ვიზიტებიდან ელოდებოდა უფრო მეტ უარყოფით დამოკიდებულებას საერთაშორისო თანამეგობრობიდან საქართველოს ხელისუფლებების მიმართ და ეს შედეგი ვერ მიიღო”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი საკუთარი განცხადებების მძევალია.
„სალომე ზურაბიშვილი პრაქტიკულად მძევალია თავისი განცხადებებისა, რომლებიც გააკეთა. ვფიქრობ, ნაჩქარევად. უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა, უფრო მეტი ზიანის მოტანის მოლოდინი ჰქონდა და ახლა მძევლის პოზიციიდან რთულია უკან დაიხიოს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.