ვარიანში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183-ე იუბილე აღინიშნა

ვარიანში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183-ე იუბილე აღინიშნა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საზოგადო მოღვაწისა და მწერლის მშობლიურ სოფელში, მისივე მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობას დღესასწაული გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან თამაზ შიოშვილთან ერთად გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა მიულოცეს.

“სადღესასწაულო ტერიტორიაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ მოსწავლეებისა და ადგილობრივი შემსრულებლების შემოქმედებისთვის, დაეთვალიერებინათ ფაცხები საშემოდგომო ნობათით და გაცნობოდნენ დედაენის თემატიკის გათვალისწინებით მოწყობილ საჯარო სკოლების კუთხეებს.

„დედა ენის“ ავტორის იუბილე ყოველ წელს აღინიშნება. საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი, პუბლიცისტი და საბავშვო მწერალი იაკობ გოგებაშვილი ვარიანში 1840 წელს დაიბადა.

ღონისძიებები გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები