ამბროლაურის მერმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ღვაწლმოსილ პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული დღე მიულოცა.

27 ოქტომბერს საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება!

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, მოადგილეებთან, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან – დავით ხუციშვილთან ერთად ღვაწლმოსილ, მრავალი თაობის აღმზრდელ რამდენიმე პედაგოგს მასწავლებლის ეროვნული დღე პირადად მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები