გორის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებების ფარგლებში, შპს „საქართველოს მელიორაცია“ შიდა ქართლში, სალთვისის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს.

სოფელ ქვემო ხვითის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და დანალექი გრუნტისგან პირველი და მეორე რიგის წყალგამანაწილებელი არხების 2,5- კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.
ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის. შედეგად, სოფელ ქვემო ხვითის 200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება
საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები