„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ოქტომბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ოქტომბერს, 06:30 საათიდან 09:30 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთში: სტალინის, მწითურის, არაგვისპირელის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე, დუშეთის რაიონის სოფლებში: კობიაანთკარი, კობიაანი და მიმდებარე სოფლებში.
10:30 საათიდან 18:30 საათამდე, აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში გლდანში, ავჭალაში, სოფელ გლდანში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

11:00 საათიდან 11:05 საათამდე, აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ჭოპორტი, ახატანი, ცხვარიჭამია, დავათი და მიმდებარე სოფლებში.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონი სოფლებში: მისაქციელი, ახალუბანი, ნაოზა, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე, აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: აბანოსხევი, ჭოპორტი, გუდაური, ქუმლისციხე და მიმდებარე სოფლებში.

15:00 საათიდან 17:30 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონში სტეფანწმინდაში. მათივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები