სამტრედიაში სასკოლო ოლიმპიადა მიმდინარეობს

მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის მხარდაჭერით, სამტრედიაში სასკოლო ოლიმპიადა მიმდინარეობს. სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაა ჩართული და შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიმდინარეობს, ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას რეგიონალურ და საერთაშორისო შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას.

,,ჩვენთვის პრიორიტეტია, ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტის პოპულარიზაცია ახალგარზდებში. სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ და ამ მიმართულებით ყოველთვის მაქსიმუმი გაკეთდება. წარმატებები თითოეულ მონაწილეს”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები