28 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული „იაკობობა 2023“ აღინიშნება

სახალხო დღესასწაული „იაკობობა 2023“, რომელიც იაკობ გოგებაშვილის სახელს უკავშირდება, 28 ოქტომბერს აღინიშნება.საზოგადო მოღვაწისა და მწერლის დაბადებიდან 183-ე წლისთავს ტრადიციულად მისი მშობლიური სოფელი ვარიანი უმასპინძლებს, ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
‘მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ღონისძიებები 13:00 საათიდან გაიმართება.
სადღესასწაულო ტერიტორიაზე სტუმრები მოუსმენენ მოსწავლეებისა და ადგილობრივი შემსრულებლების შემოქმედებას, დაათვალიერებენ ფაცხებს საშემოდგომო ნობათით და გაეცნობიან დედაენის თემატიკის გათვალისწინებით მოწყობილ საჯარო სკოლების კუთხეებს
საბავშვო მწერალი, პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე და ,,დედა ენის“ ავტორი იაკობ გოგებაშვილი 1840 წელს ვარიანში დაიბადა. მწერალი 1912 წელს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დაგეგმილი ღონისძიებები გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით იმართება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები