ამბროლაურის კულტურის ცენტრში სპექტაკლის „ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს“ პრემიერა გაიმართა

25 ოქტომბერს, ამბროლაურის კულტურის ცენტრში, სპექტაკლის ‘’ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს’’ პრემიერა გაიმართა, ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.
“სპექტაკლის პრემიერას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, მერის პირველი მოადგილე დავით გოგლიძე, მერის მოადგილე თამარ ქევანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე ესწრებოდნენ.
რეჟისორ გელა ისიანის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ლილიანა მხეიძე, ლადო გოგოლაძე, გელა ისიანი, ივანე ცაგურიშვილი, ელისო გელოვნიშვილი, ქეთი ფოფხაძე და დათო დაუშვილი.
სპექტაკლის პრემიერამ წარმატებით ჩაიარა და მაყურებლის მოწონება დაიმსახურა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები