ქალაქ ქობულეთში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ ქობულეთში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ მერიაში აცხადებენ. მათი ცნობით, კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, იქმნება თანამედროვე ტიპის ინფრასტრუქტურა, ეწყობა სხვადასხვა თემატური პარკი ცენტრალურ პარკში. სრულად გარემონტდება ამფითეატრი, შადრევნები და იქნება ერთ-ერთი ძალიან ლამაზი ლოკაცია ადგილობრივებისთვის და სტუმრებისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
„აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 6 მილიონ ლარამდე იხარჯება და გულისხმობს მთლიანად პარკის მოდერნიზაციას.
პროექტის მიზანია, პირველ რიგში, ქობულეთის მოსახლეობისთვის და შემდგომში უკვე ტურისტებისთვის შეიქმნას ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც ადგილობრივებისთვის საინტერესო დასასვენებელი, გასართობი ადგილი იქნება, ამასთანავე, უფრო მეტ ვიზიტორს მოიზიდავს“,- აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები