ქალაქ ფოთში ლიეპაიას ქუჩის გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება

ქალაქ ფოთში ლიეპაიას ქუჩის გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. ამის შესახებ მერიაში აცხადებენ.

მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია შემდეგი სამუშაოები: ასფალტო – ბეტონის, ტროტუარების, ადგილობრივი შესასვლელების, გამწვანების, გარე განათების და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა. ასევე, განთავსდება საგზაო ნიშნები და სავალ ნაწილზე განხორციელდება ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

ლიეპაიას ქუჩის სარეაბილიტაციო ღონისძიებებს ახორციელებს შპს „გზა-მშენებელი-13“ და მისი ჯამური ღირებულება შეადგენს 669 343 ლარს.

პარალელურად, მიმდინარეობს 9 აპრილის ხეივნის, კონსტიტუციის და ვატაევის ქუჩის გზის მოწყობის სამუშაოები.

,, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მთავარი გამოწვევაა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ამ მიმართულებით გავაგრძელებთ აქტიურად მუშაობას, როგორც ადგილობრივი ბიუჯეტით, ასევე, რეგიონალური განვითარების ფონდისა და გზების დეპარტამენტის დახმარებით”, – განაცხადა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები