მერია: გორში ლომონოსოვის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორში ლომონოსოვის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ადგილობრივი მერიის განცხადებით, ამ ეტაპზე, ხორციელდება გზის საფარის მოწყობის სამუშაოები.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 579 მეტრია.

„პროექტის მიხედვით მოეწყობა:

• ასფალტი ტრანსპორტის სავალ ნაწილზე
• ტროტუარები
• ეზოებში შესასვლელები
• ბორდიურები

სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

მუნიციპალიტეტმა აღნიშნული პროექტის განხორციელება ფონდის მიერ გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში შეძლო. ორგანიზაციამ დაფინანსების ზრდის გადაწყვეტილება წლის დასაწყისში დაფინანსებული პროექტების წარმატებით განხორციელების გათვალისწინებით მიიღო.

გარდა ლომონოსოვის ქუჩისა, გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში ხორციელდება კიდევ ორი პროექტი – ტყვიავის სასაფლაოსთან მისასვლელი გზისა (1 103 მეტრი) და ბროწლეთში (468 მეტრი) შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია.

2023 წელს, ფონდის მიერ, გორის მუნიციპალიტეტში დაფინანსებული პროექტების ჯამური ღირებულება 9, 4 მილიონამდე ლარია“,- აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები