„ქართული ოცნების“ კონფერენციებზე ზესტაფონის, თერჯოლისა და ტყიბულის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს

„ქართული ოცნება“ რეგიონებში პარტიულ კონფერენციებს განაგრძობს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზესტაფონში, თერჯოლასა და ტყიბულში დღეს გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

• „ქართული ოცნების“ ზესტაფონის ორგანიზაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვასილ გველესიანი უხელმძღვანელებს;
• თერჯოლის ორგანიზაციას – თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, მანუჩარ რობაქიძე;
• ტყიბულის ორგანიზაციას – ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი.

იმერეთის მხარეში პარტიული კონფერენციები 25 და 26 ოქტომბერსაც ჩატარდება. ხვალ კონფერენციები სამტრედიაში, ხონსა და წყალტუბოში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები