მამუკა მდინარაძე: ჩვენი ოპონენტები ბოლო დღეებში ცოტა ხასიათზეც ვერ არიან, რადგან კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები გაზრდილია

“ჩვენი ოპონენტები მუშაობენ იმაზე, რომ რამენაირად სტატუსი არ მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ და ამ ბოლო დღეებში ცოტა ხასიათზეც ვერ არიან, რადგან კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები გაზრდილია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.

“ჩემი აზრით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიურ მოლოდინებზე უფრო თამამად შეგვიძლია, ვისაუბროთ. იქიდან გამომდინარე, რას სიტუაციაც დღეს არის, მე აღარ მგონია, რომ საქართველო კვლავ დაიჩაგროს და უსამართლო გადაწყვეტილების ობიექტი გახდეს.

ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ რეალურად იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს, რომ რეკომენდაციები შესრულდეს. ზედმიწევნით მივყვებით თითოეულ პუნქტს. ჩვენი პატივცემული ოპოზიცია რომ ამაში ხელს არ გვიშლიდეს, კარგი იქნებოდა. მაგალითად, აგერ უკვე მე-7 დღეა, პრეზიდენტსაც კი ვერ დავაცდენინეთ კითხვაზე პასუხი, საქართველო დღევანდელი მოცემულობით იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს. და ის კი არა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ჩვენი ოპონენტები მუშაობენ იმაზე, რომ რამენაირად სტატუსი არ მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ და ამ ბოლო დღეებში ცოტა ხასიათზეც ვერ არიან, რადგან კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები გაზრდილია“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები