სოზარ სუბარი: ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა არის არა ის, რაზეც დანილოვი, არისტოვიჩები და სხვები მოგვიწოდებენ – ომი, ტანკი და იარაღის ხელში აღება, არამედ საქართველოში დემოკრატია და ეკონომიკური განვითარება
ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა არის არა ის, რაზეც დანილოვი, არისტოვიჩები და სხვები მოგვიწოდებენ – ომი, ტანკი და იარაღის ხელში აღება, არამედ საქართველოში დემოკრატია და ეკონომიკური განვითარება, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა არის არა ის, რაზეც დანილოვი, არისტოვიჩები და სხვები მოგვიწოდებენ – ომი, ტანკი და იარაღის ხელში აღება, არამედ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა არის საქართველოში დემოკრატია, ეკონომიკური განვითარება, თითოეული ოჯახის კეთილდღეობა და ამის გავრცელების შანსი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებზე; ბუნებრივია, ევროკავშირში გაწევრიანება, რაც დიდი სიკეთე იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის. ეს უნდა გავაკეთოთ და გავაკეთებთ კიდევაც“, – განაცხადა სუბარმა.