ისრაელის ელჩი საქართველოში: ძალიან მძიმე წუთები გვქონდა და საერთოდ მძიმე დღეები გვაქვს

„ძალიან მძიმე წუთები გვქონდა და საერთოდ მძიმე დღეები გვაქვს. დღეს დავკრძალეთ თამარი – ახალგაზრდა, 23 წლის გოგო, სიცოცხლით სავსე, უნიჭიერესი ადამიანი, რომელსაც საქართველო ძალიან უყვარდა. ყოველწლიურად მშობლებთან ერთად საქართველოში ჩამოდიოდა”, – ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში, ლაშა ჟვანიამ “იმედის კვირას” ,,ჰამასის“ თავდასხმისას მოკლულ თამარ გოლდბერგზე საუბრისას განუცხადა.

“ეს ტრაგიკულია იმითაც, რომ 1993 წელს ოჯახი იძულებით გადაადგილებულ პირებად იქცნენ საკუთარ სამშობლოში – აფხაზეთიდან გამოვიდნენ სვანეთის გზის გავლით. შემდგომ ისრაელში ჩამოვიდნენ, თამარის ჩვილ დასთან ერთად. თამარი აქ დაიბადა, 2000 წელს და გაიზარდა საქართველოსა და ისრაელის სიყვარულით. მისი ბებია და მამიდა საქართველოში, თბილისში ცხოვრობენ ახლაც. თამარის მამის გვარია კორსანტია, ოჩამჩირიდან არიან წარმოშობით“, – განაცხადა  ლაშა ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები