“13 ივლისს ყველა სერვისი, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი ხელმისაწვდომი იქნება” – მომსახურების სააგენტო

თელავში ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, 13 ივლისს ყველა სერვისი ხელმისაწვდომი იქნება.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ ქალაქ თელავში სააგენტოს ტერიტორიაზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, 13 ივლისს ყველა სერვისი, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი (მოედანი), ხელმისაწვდომი იქნება.

იმ პირებს კი, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) 13 ივლისს ჰქონდათ დაჯავშნილი, მომსახურების სააგენტო უმოკლეს ვადაში დაუკავშირდება და გამოცდის ახალ თარიღს შესთავაზებს”, –  აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები