“ჩვენ იმედით ვუყურებთ აშშ-ის ახალ ელჩს და მის მოღვაწეობას, რომელიც მან საქართველოში დაიწყო” – შალვა პაპუაშვილი

“ჩვენ იმედით ვუყურებთ აშშ-ის ახალ ელჩს და მის მოღვაწეობას, რომელიც მან საქართველოში დაიწყო. იმედი მაქვს, რომ ის გაერკვევა საკითხებში. ვფიქრობ, კარგი ნაბიჯი იქნებოდა, თუკი აშშ იმ სავიზო შეზღუდვებს, რომელიც საქართველოს 4 მოქალაქეზე აქვს დაწესებული, მოხსნიდა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვა დაწესდა, ერთი თვე, რაც ოთარ ფარცხალაძის მიმართ მოხდა გარკვეული სანქციების დაწესება, არცერთ შემთხვევაში არანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. ვფიქრობ, ამ მხრივ კითხვები და მტკიცებულებები უკვე აღარ არსებობს. ერთადერთი კითხვა დარჩა, რა იყო მოტივაცია ამ გადაწყვეტილების მიღების. ამ საკითხზე სპეკულირება არ მინდა.

ჩვენ იმედით ვუყურებთ აშშ-ის ახალ ელჩს და მის მოღვაწეობას, რომელიც მან საქართველოში დაიწყო. იმედი მაქვს, რომ ის გაერკვევა ამ საკითხებში. ვფიქრობ, კარგი ნაბიჯი იქნებოდა, თუკი აშშ იმ სავიზო შეზღუდვებს, რომელიც საქართველოს 4 მოქალაქეზე აქვს დაწესებული, მოხსნიდა. გამომდინარე იქიდან, რომ 7 თვე გავიდა. ფაქტია, არც თავად აშშ-ს აქვს პასუხი, თუ რა მტკიცებულებებია ამასთან დაკავშირებით, არც ჩვენს მოქალაქეებს ამაზე პასუხი არ მიუღიათ. ეს იქნებოდა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთების განხორციელების ერთ-ერთი კარგი ნიშანი. ამიტომ, მე ამ იმედით ვუყურებ ამ პროცესს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები