ანრი ოხანაშვილი: ყველა ვალდებულია დაემორჩილოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ყველა ვალდებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილოს.
მისივე თქმით, გადაწყვეტილების არ შესრულებას შესაბამისი სამართლებრივი შედეგი მოჰყვება.
”ყველა ვალდებულია დაემორჩილოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების არ შესრულებას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი შედეგი. პირდაპირ წერია, რომ ეს კანონით ისჯება. ყველა შესაბამის უწყებას, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მოუწევს სამართლებრივი რეაგირება შესაბამის ნაბიჯზე. პირადი სახსრებით დაფინანსება კონსტიტუციის დარღვევის ლეგიტიმაციის შემძენი არ არის“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.