ირაკლი კობახიძე: 11 წლის განმავლობაში უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება მოვახერხეთ და ამაში განსაკუთრებული დამსახურება სუს-ს მიუძღვის

“11 წელია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და ამ 11 წლის განმავლობაში ჩვენ უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება მოვახერხეთ -ამაში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული დამსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიუძღვის”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უწყების საქმიანობის წარმატებაზე შედეგები მეტყველებს.

„ყველაფერი ჩანს შედეგებიდან. 11 წელია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და ამ 11 წლის განმავლობაში ჩვენ უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება მოვახერხეთ. ჩვენ გამოწვევების მიუხედავად, ამ ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნებას ვახერხებთ. ამაში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. შედეგებიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად წარმატებულია სახელმწიფო უსაფრთხოების საქმიანობა და შედეგები სწორედ წარმატებაზე მიუთითებს“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები