ირაკლი კობახიძე: ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყდა, შესაბამისად, ეს ყველაფერი დამთავრებული ამბავია
“ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყდა, შესაბამისად, ეს ყველაფერი დამთავრებული ამბავია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საკითხი ამოწურულია.
„საკითხი პრინციპში ამოიწურა. ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყდა. დამთავრებული ამბავია, შესაბამისად, ეს ყველაფერი. ქართული სამართლებრივი სივრცისთვის ეს საკითხი ნაკლებად რელევანტური გახდა. რაც იყო ეს სპეკულაციები იმანაც ამოწურა საკუთარი თავი. რაც შეეხება „ეფ-ეს-ბეს“ აგენტობას, საინტერესოა, რომ მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი. მე მართლა მაინტერესებს რაიმე მტკიცებულება იქნება თუ არა წარმოდგენილი მას შემდეგ, რაც ეს ბრალი გაჟღერდა. შეიძლება არსებობდეს ეს მტკიცებულებები, მაგრამ საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა უნდა, იყოს ცნობილი, სამწუხაროდ, პრაქტიკულად თვეზე მეტია გასული და საზოგადოებისთვის ამ ბრალდებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები ჯერ არავის წარუდგენია, რაც ძალიან სამწუხაროა. საზოგადოების მიმართ ღიაობა აბსოლუტურად ყველას პასუხისმგებლობაა, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების მხრიდან,“ – განაცხადა კობახიძემ.