შალვა პაპუაშვილი: საუბარი შეიძლება იყოს არა ზურაბიშვილისა და გახარიას ალიანსზე, არამედ „ნაცმოძრაობის“ ანტიქართულ კოალიციაზე, რომელიც მომავალი არჩევნებისთვის იკვრება

“საუბარი შეიძლება იყოს არა სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი გახარიას ალიანსზე, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიქართულ კოალიციაზე, რომელიც მომავალი არჩევნებისთვის იკვრება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნიშანდობლივია ის სახეცვლილება, რომელიც როგორც გიორგი გახარიამ, ასევე სალომე ზურაბიშვილმა განიცადეს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ბანაკში გადავიდნენ.

„რაც შეეხება შესაძლო ალიანსს, ვერ გეტყვით, ამაზე მათ უნდა გასცენ პასუხი, თუმცა ძალიან ნიშანდობლივია ის სახეცვლილება, რომელიც როგორც გიორგი გახარიამ, ასევე სალომე ზურაბიშვილმა განიცადეს, რაც გადავიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ კალაპოტსა და ბანაკში. ერთი ერთზე ხდება, ამ სახეცვლილებას ვაკვირდებით ხოლმე პირდაპირ ეთერში. როგორ იცვლიან რიტორიკას, დამოკიდებულებას, როგორ ესხმიან თავს სახელმწიფო ინსტიტუტებს, ერთი ერთში „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდების შეთვისება როგორ ხდება ხოლმე ამ დროს. ასე, რომ აქ საუბარი შეიძლება იყოს არა სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი გახარიას ალიანსზე, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიქართულ კოალიციაზე, რომელიც მომავალი არჩევნებისთვის იკვრება – ვინ გახდება ან არ გახდება ანტიქართული კოალიციის ნაწილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები