ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის პოსტზე სალომე ზურაბიშვილი “ნაცმოძრაობამ” შემდეგი 1 წლით დატოვა, ეს არის ალიანსის სრული ლუსტრაცია

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის პოსტზე სალომე ზურაბიშვილი “ნაცმოძრაობამ” შემდეგი 1 წლით დატოვა, რაც ალიანსის სრული ლუსტრაციაა.

მისივე თქმით, ზურაბიშვილსა და “ნაცმოძრაობას” შორის ალიანსი პარლამენტში, გუშინ გამოიკვეთა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობდა.

“გარკვეულ მომენტში სალომე ზურაბიშვილი შევიდა ალიანსში კოლექტიურ “ნაცმოძრაობასთან”. ამის უკან რა იდგა, ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, მაგრამ სიღრმეში აქ არ გვინდა შევიდეთ. პირდაპირი ალიანსია გამოკვეთილი და ეს ვიხილეთ ჩვენ გუშინ სხდომათა დარბაზშიც, როდესაც დადასტურდა ეს, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ “ნაცმოძრაობის” იმედით არღვევდა კონსტიტუციას. საბოლოო ჯამში, პრეზიდენტის პოსტზე დატოვა “ნაცმოძრაობამ” სალომე ზურაბიშვილი შემდეგი 1 წლით, ეს არის ალიანსის სრული ლუსტრაცია”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები