გიორგი ვოლსკი: სუს-ის დამსახურებაა, რომ ცეცხლით გარშემორტყმულ რეგიონში, ვცხოვრობთ სტაბილურ და მშვიდ ვითარებაში

მმართველი გუნდის წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, სუს-ის დამსახურებაა, რომ ცეცხლით გარშემორტყმულ რეგიონში, ქვეყანა სტაბილურ და მშვიდ ვითარებაშია.

“რევოლუციურ კომიტეტად გადაქცეულ ოპოზიციურ სუბიექტებს მინდა ვუთხრა, რომ ყველაფერს, რაც საქართველოში ხდება, თუნდაც ის, რომ ასე გავიდა მსოფლიო ასპარეზზე ქართული კულტურა, ქართული სპორტი, საქართველოში ჩატარებული უშველებელი საერთაშორისო ფორუმები, ეკონომიკური ზრდა, ამ ყველაფრის საშუალება რომ გვაქვს ამის უდიდესი ნაწილი ეკუთვნის სუს-ს, მისი პროფესიონალების, ხელმძღვანელების და რიგითი მუშაკების დამსახურებაა, რომ ცეცხლით გარშემორტყმულ რეგიონში ვცხოვრობთ სტაბილურ და მშვიდ ვითარებაში (ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში)”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პარლამენტი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს მოისმენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები