“უსაფრთხოების სამსახური აწყობილია, სხვა შემთხვევაში საქართველოში მშვიდობა არ იქნებოდა” – გურამ მაჭარაშვილი

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახური აწყობილია, რადგან სხვა შემთხვევაში საქართველოში მშვიდობა არ იქნებოდა.

„მორღვეული ტვინი აქვს ოპოზიციას, თორემ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური აწყობილია, რადგან სხვა შემთხვევაში რეგიონში, სადაც ორი უდიდესი ომია, საქართველოში არ იქნებოდა მშვიდობა, რაც ეკონომიკური წინსვლის წინაპირობაა. ამას ნებისმიერი მოქალაქე ხედავს. რადიკალურ ოპოზიციას სხვანაირად რომ აქვს ტვინი მოწყობილი, ეს მათი პრობლემაა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ კითხვები გვექნება, მათ შორის იმ სემინარზე, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს და ქვეყნისთვის საფრთხეა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს მოისმენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები