მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან, ისინი მსვლელობით ჭორვილაში გაემართებიან
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან. ისინი მსვლელობით სოფელ ჭორვილას მიმართულებით დაიძვრებიან.
პატიმარი ექსპრეზიდენტის წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის თქმით, მხარდამჭერები ყველგან ჩავლენ.
“ჩავალთ ყველგან, აუცილებლად გადავარჩენთ ქვეყანას გარუსებისგან”, – აცხადებს ჯაფარიძე.