“არ არსებობს არანაირი რეალური არგუმენტი, რომელიც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას გააბათილებს” – ირაკლი ჩიქოვანი

“გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ არსებობს ძალიან კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტები და არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიუთითებს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„მეორე მხრივ, დავინახეთ, რომ არ არსებობს არანაირი რეალური არგუმენტი, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს ამ დარღვევის გასაბათილებლად“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები