„სხვა პასუხისმგებლობაც შესაძლოა, დადგეს,0 თუ შეეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას“ – გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილზე
“თუ ამ დამარცხების ფონზე კიდევ დაიწყებს ხელების ქნევას და შეეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, იქ სხვა პასუხისმგებლობები დადგება”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„არავინ არავის ემუქრება, საუბარია იმ ინსტიტუტზე, რომელსაც ყველამ უნდა სცეს პატივი და, პირველ ყოვლისა, პრეზიდენტმა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა.