დღეს პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს მოუსმენენ
დღეს პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს მოუსმენენ. კანონმდებლებს წლიურ ანგარიშს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი წარუდგენს.
რეგლამენტის შესაბამისად, გრიგოლ ლილუაშვილი დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხებს.