თურქეთში პალესტინის მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს – პოლიციამ ათასობით დემონსტრანტის დასაშლელად წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა

Pro-Palestinian demonstrators shout slogans during a protest, after hundreds of Palestinians were killed in a blast at Al-Ahli hospital in Gaza that Israeli and Palestinian officials blamed on each other, near the Israeli Consulate in Istanbul, Turkey October 17, 2023. REUTERS/Dilara Senkaya

თურქეთის ათამდე ქალაქში, მათ შორის ანკარაში პალესტინის მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პოლიციამ ათასობით დემონსტრანტის დასაშლელად, რომლებიც თურქეთის უდიდეს ქალაქში, სტამბოლში, ისრაელის საკონსულოს შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

სტამბოლის გუბერნატორის განცხადებით, დაკავებულია ხუთი ადამიანი.

ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭომ ისრაელელები თურქეთში მოგზაურობის საფრთხის შესახებ გააფრთხილა და თურქეთში მყოფ ისრაელის მოქალაქეებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე დატოვონ აღნიშნული ქვეყანა.

ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს მიმართვის შემდეგ, ისრაელის ავიახაზებმა განაცხადეს, რომ დანიშნავდნენ ფრენებს სტამბოლიდან ისრაელელებისთვის, რომლებსაც სურთ თურქეთის დატოვება.

ცნობისთვის, ღაზას სექტორში ალ-აჰლის არაბულ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელი აცხადებს, რომ ღაზას საავადმყოფოში აფეთქება დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ რაკეტამ გამოიწვია. „ისლამური ჯიჰადი“ აფეთქებასთან კავშირს უარყოფს და ისრაელის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები