მიხეილ სარჯველაძე – სალომე ზურაბიშვილზე: ადამიანმა ვერ გაბედა კითხვებზე პასუხის გაცემა, რისთვის მოვიდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რისთვის მივიდა პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი, თუ იგი არ გასცემდა პასუხს მთავარ კითხვებს.

როგორც მან „ღამის კურიერის“ ეთერში აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა ვერ გაბედა ეთქვა, ეკუთვნის თუ არა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი.

„ახლა იძახოს ოპოზიციამ რამდენიც უნდა, რომ პრეზიდენტმა გაიმარჯვა. ადამიანმა ვერ გაბედა, რეგლამენტის და წესის საწინააღმდეგოდ, კითხვებზე პასუხი გაეცა. ქვეყნის წარმომადგენლობის პრეტენზიის მქონე ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანას ვითომ გულწრფელად ექაჩება ევროპისკენ, ეს ადამიანი ვერ გამოდის, ვერ ბედავს და პასუხს ვერ იძლევა კითხვაზე, ქვეყანას ეკუთვნის თუ არა სტატუსი?! – ამაზე მას პასუხი არ აქვს. რისთვის მოვიდა, თუ ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ჩვენ დავსვით კითხვა – ქვეყანა იმსახურებს თუ არა სტატუსს და ეს მოგონილი, ვითომ გამოსაძრომები და უხერხულობის ასარიდებელი მექანიზმები, რომ ხალხი იმსახურებს. ხალხი იმსახურებს რას ნიშნავს?! – ქვეყანა ან რომელიმე მისი ნაწილი არ იმსახურებს?!“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები