თენგიზ შარმანაშვილი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ იმპიჩმენტის საკითხს ხმა არ მისცა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, თენგიზ შარმანაშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ თითქოს პარლამენტში რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ იმპიჩმენტის საკითხს ხმა არ მისცა. ამის შესახებ განცხადება დეპუტატმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

„ქალბატონმა ელისო კილაძემ გაავრცელა პოსტი სადაც დაწერა, რომ რეგისტრაცია გავიარე და ხმა არ მივეცი იმპიჩმენტის საკითხს. ვარ ბიულეტენზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ამის თაობაზე ირაკლი კობახიძემაც განაცხადა ბრიფინგზე. ვინც ჩემი გამოსვლები ნახა საკონსტიტუციო სასამართლოში და ეს აზრი გაუჩნდა, მინიმუმ სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს“, – წერს შარმანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები