გრიგოლ ლილუაშვილი – აშშ-ის ახალ ელჩთან შეხვედრაზე: იმედი გვაქვს, კარგი კოოპერაცია გვექნება უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში

იმედი გვაქვს, რომ კარგი კოოპერაცია გვექნება უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს აშშ-ის ახალ ელჩთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„რა თქმა უნდა, გავიცანი ელჩი. რა ვქნა ახლა, ერთი გაცნობით რა შთაბეჭდილებაა? იმედი გვაქვს, რომ კარგი კოოპერაცია გვექნება უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში, რაც ჩვენ გვეხება, გვექნება ისეთი ურთიერთობა, როგორიც შეშვენის ორი მეგობარი, პარტნიორი ქვეყნის ურთიერთობებს. მშვენიერი შეხვედრა იყო, მიღება იყო, რა შეხვედრა იყო, მიღება იყო, სადაც ჩვენი პატივისცემა დავადასტურეთ ახალ ჩამობრძანებული ელჩის მიმართ, გავიცანით და დავადასტურეთ პატივისცემა“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ახალმა ელჩმა, რობინ დანიგენმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ქართველ პოლიტიკოსებთან და მესამე სექტორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები