ალეკო ელისაშვილი: ხმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის წინააღმდეგ მივეცი

„მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ხმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის წინააღმდეგ მისცა.

“თავიდან ვფიქრობდი, არ მიმეღო კენჭისყრაში მონაწილეობა, მაგრამ მივხვდი, რომ არანაირი იმპიჩმენტი არ იქნებოდა და აბსურდის თეატრი იყო, რასაც ბოლო 2-3 კვირაა, თვალს ვადევნებთ. წინააღმდეგ მივეცი ხმა. გეგონება, ამ ქვეყანაში ყველაფერი მოგვარებული იყოს, არანაირი პრობლემა არ არსებობდეს და ხალხს მეტი დარდი არ ჰქონდეს, რომ აი, პრეზიდენტი ვიღაცას შეხვდა და დაგვექცა ქვეყანა და დაგვემხო თავზე კონსტიტუცია, აბსურდი და რეალობას მოწყვეტილი იყო მთელი ეს პროცესი და მინდოდა, მეჩვენებინა, რომ ამ აბსურდის წინააღმდეგი ვიყავი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები