რატი იონათამიშვილი – ზურაბიშვილზე: დღეს როგორც „ნაცების“ პრეზიდენტი ისე გაფორმდა

“ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის შემადგენელი ნაწილი გახდა და დღეს როგორც „ნაცების“ პრეზიდენტი ისე გაფორმდა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მიზანია საქართველოს ევროინტეგრაციას ხელი შეუშალოს.

„სალომე ზურაბიშვილმა ვოიაჟების შემდეგ საზოგადოების წინაშე თავი ანგარიშვალდებულად არ ჩათვალა, რომ ერთგვარი ანგარიში ჩაებარებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის. კითხვებს არ უპასუხა. ეს ნიშნავს იმას, რომ მისი მიზანია ხელი შეუშალოს საქართველოს ევროინტეგრაციას. ეს არის მისი კონკრეტული მიზანი და ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ იმპიჩმენტის პროცედურას იმიტომ ვიწყებდით, რომ ამის ლუსტრაცია მოგვეხდინა საზოგადოებისთვის და ეს ლუსტრაცია დღეს გაფორმდა. ის თავისი პოზიციებით, სიტყვებითა და ყველაფრით ერთი-ერთში ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ და რადიკალური ოპოზიციის რიტორიკას. ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი მათი შემადგენელი ნაწილი გახდა და დღეს როგორც „ნაცების“ პრეზიდენტი ისე გაფორმდა“, – აღნიშნა იონათამიშვილმა “ქრონიკის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები