რატი იონათამიშვილი: ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც ძალიან მძიმე ტვირთის ტარება მოუწევს

“ფაქტია, რომ ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც ძალიან მძიმე ტვირთის ტარება მოუწევს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევია.

“სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია, იწოდებოდეს საქართველოს პრეზიდენტად, დგას „ნაცმოძრაობის“ ალიანსში. დღევანდელმა დღემ საზოგადოებისთვის ძალიან ბევრი ფაქტობრივი გარემოება აჩვენა. ხაზგასასმელია ის, რომ ამ პროცესში მთავარი შედეგი იქნებოდა ღირებულებითი არჩევანის გაკეთება. ფაქტია, რომ ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც ძალიან მძიმე ტვირთის ტარება მოუწევს – ის არის კონსტიტუციის დამრღვევი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილი უმადურია საკუთარი ამომრჩევლებისა და მხარდამჭერების მიმართ. მან დღეს არ გასცა პასუხი მთავარ კითხვას, რომელიც მას მამუკა მდინარაძემ დაუსვა – კონკრეტულად რას საუბრობდა ის, როდესაც მიდიოდა ვოიაჟებით სხვადასხვა ქვეყანაში და უჭერდა თუ არა მხარს ჩვენს ქვეყანას და, მისი აზრით, საქართველო იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს. ამ კითხვაზე პასუხისგან გაქცევით პრეზიდენტმა რეალურად თქვა, რომ მისი ვოიაჟი ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს – ეს იყო საქართველოს ევროპული არჩევანის საბოტაჟი“, – განაცხადა იონათამიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები