“ეს არის მზადება საქართველოს დესტაბილიზაციისთვის” – გია ვოლსკი
“ეს არის მზადება საქართველოს დესტაბილიზაციისთვის. ეს არის გუნდი, რომელიც გაერთიანებულია შეთქმულებაში საქართველოს წინააღმდეგ. სხვა ახსნა ამას, რაც დღეს ვიხილეთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან, არ აქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„ოპოზიციის მხრიდან აქცენტი გაკეთდა ორბანზე და მასთან შეხვედრაზე, ჯერ ერთი, ორბანი მხარს გვიჭერს, მეორეც, აქვს გარკვეული პოზიციები, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ, თუნდაც კონსერვატიული თვალსაზრისით. ვის დააკლდა მუშაობა, რომელი ევროპელი ლიდერი გამოგვრჩა? ვის არ შევხვდით?
ემზადებიან იმისათვის, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან. რატომ აკრიტიკებთ სუს-ს? იმიტომ რომ მოიპოვა ზუსტი მასალები თუ როგორ ამზადებენ ახალგაზრდებს იმ უბედურებისთვის, რაშიც უნდა გახვიონ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.