“ნიკა მელია უთავმოყვარეო კაცია, ფაქტობრივად, გაგდებულია პარტიიდან” – ირაკლი კობახიძე
“ნიკა მელია უთავმოყვარეო კაცია”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„უთავმოყვარეო კაცია, კიდევ ერთხელ ვიტყვი. ფაქტობრივად, გაგდებულია პარტიიდან და მაინც ჯიუტად არ ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“. ხაბეიშვილთან რომ წააგებ არჩევნებს და მერე ისევ იმ პარტიაში დარჩები, რა თავმოყვარეობაზე არის საუბარი. არასერიოზული კაცია და სერიოზული კომენტარები მასზე ვერ გაკეთდება“, – განაცხადა კობახიძემ.