ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის” შიდა დაპირისპირებები კარგია იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციები კიდევ უფრო გავიმყაროთ
“რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირებები, მით უკეთესი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” შიდა დაპირისპირებები კარგია იმისთვის, რომ მმართველმა გუნდმა პოზიციები გაიმაგროს.
„ნაციონალური მოძრაობა“ მოშლილია და მათი შიდა დაპირისპირებები არის კარგი იმისათვის, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციები კიდევ უფრო მეტად გავიმაგროთ და მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სრული ნეიტრალიზაცია ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.