პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი თანამდებობიდან გადადგა, – ამის შესახებ ინფორმაციას „Polskie Radio“ ავრცელებს.
თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ დეკემბრიდან დონალდ ტუსკი ევროსაბჭოს ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს, რომელზეც ის 30 აგვისტოს აირჩიეს. პრემიერ-მინისტრობის ახალ სახელისუფლებო კანდიდატად ამ დროისთვის სეიმის მარშალი ევა კოპაჩი სახელდება.
პოლონეთის კანონმდებლობის თანახმად პრემიერის გადადგომა ავტომატურად მთელი მინისტრთა კაბინეტის გადადგომას იწვევს. პოლონეთის ახალი მთავრობა 25 სექტემბრამდე უნდა დაკომპლექტდეს. პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონესლავ კომოროვსკიმ ხელისუფლების გადადგომას შეიძლება უკვე 11 სექტემბრისათვის მოაწეროს ხელი.