მოზარდები და ომი – როგორია ებრაელი ახალგაზრდების ფსიქოლოგიური მდგომარეობა
2023 წლის 7 ოქტომბერს, დილის 6:30 საათზე, ნირი – 16 წლის გოგონა ქალაქ აშკელონიდან, განგაშის სირენის ხმამ გააღვიძა, რომელიც სარაკეტო თავდასხმის შესახებ იუწყებოდა. გოგონ პანიკამ და კვამლის სუნმა მოიცვა.
ცოტა ხნის შემდეგ ელექტროენერგია გამოირთო, მას და მის ოჯახს ტელევიზიაზე, ინტერნეტსა და სახლის ლიფტზე წვდომა აღარ ჰქონდა. მშობლებთან, დასთნ და ძაღლთან ერთად ის თავისი სახლის უსაფრთხო ოთახში წავიდა, ხოლო შემდეგ სახლის საერთო დაცულ ოთახში გადავიდნენ.
„ჩვენ ქუხილის ხმა გავიგეთ და ამასთან ერთად, ჩვენს სახლს რაკეტაც შეეჯახა. მე შემეშინდა, პანიკაში ჩავვარდი, არ ვიცოდი რა რეაქცია უნდა მქონოდა“, – ამბობს ნირი, რომელიც ახლა თავის ბიძაშვილებთან ცხოვრობს. ის ყოველ ჯერზე ძალიან ნერვიულობს, როდესაც განგაშის ხმა ესმის.
„შაბათს პანიკური შეტევა დამეწყო, ახლა უკეთ ვარ, მაგრამ მაგრამ მე ჯერ კიდევ ვნერვიულობ ყველაფრის გამო. ყველა ნაბიჯი, ნებისმიერი ხმაური, რომელიც მესმის – ძალიან მანერვიულებს“, – ამბობს ის.
ნირი ერთ-ერთი მოზარდია იმ მრავალთაგან, რომელსაც Jewish Telegraphic Agency ესაუბრა. მოზარდები ფსიქოლოგიური აშლილობით იტანჯებიან.
ისეთი მოზარდებისთვის, როგორიცაა ნევო, რომელიც ღაზას სექტორიდან 3 მილში ცხოვრობს, რაკეტების ცვენა სიახლეს არ წარმოადგენს.
„რაც თავი მახსოვს, ასე ხდება“, – ამბობს 16 წლის ახალგაზრდა.
ის მიხვდა, რომ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარადაა, რადგან WhatsApp-ის ჯგუფებში გახშირდა იმის ხსენება, რომ „ჰამასის“ წევრები ისრაელის ტერიტორიაზე არიან.
ეს ტერორისტები ცდილობდნენ მის ქალაქში შეღწევას, მაგრამ ისინი მანამდე დახოცეს, ვიდრე ამას შეძლებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ნევო და მისი მშობლები ფიზიკურად არ დაშავებულან, ის იცნობს ისეთ მოზარდებს თავისი რაიონიდან, რომლებიც ტერორისტებმა დახოცეს.
„ისინი მოქალაქეების მოსაკლავად მოვიდნენ, ჩემი მეგობრების და ჩემს მოსაკლავად. ყველაზე საშინელ კოშმარებშიც კი ვერ წარმომედგინა, რომ ასეთი ვითარება შეიძლება განვითარებულიყო“, – ამბობს ნევო.
პატარაობაში ხშირად ესიზმრებოდა, როგორ იჭრებოდნენ ტერორისტები ქალაქში და როგორ ხდებოდა ის გმირი…
„მაგრამ ამჯერად გმირობა არ შემეძლო, უბრალოდ ჩუმად ვიჯექი“, – იხსენებს ნევო.