სამტრედიაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული და მათი მოთხოვნების გათვალისწინებით დაგეგმილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად მიმდინარეობს.

ქალაქის ტერიტორიაზე ეწყობა სტადიონები და რეკრეაციული სივრცეები, სადაც მოქალაქეებს კომფორტული დასასვენებელი გარემო დახვდებათ.

ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს გენო გენეშიძის სახელობის ქუჩაზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მიმდებარედ არსებულ სკვერში.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, ამჯერად გარე პერიმეტრის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ლაშა თევზაძის ქუჩაზე N59, 60, 61 და 62 მრავალბინიანი
საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ არსებული საფეხბურთო მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, მერიის ზედამხევდელობის სამსაზურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან ერთად დაათვალიერა და სამუშაოების შემსრულებლებს გაესაუბრა.

როგორც მერმა განმარტა, სამუშაოები გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს, მთავარია ხარისხი და მოქალაქეები დარჩნენ კმაყოფილნი.

მიმდინარე წელს მუნიციპლაიტეტის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე განხორცილდა მსგავსი სამუშაოები. მომდევნო წელს ბევრი სასიამოვნო და მასშტაბური პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები