ონის მერია: მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიური ტემპით მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიური ტემპით მიმდინარეობს. ამის შესახებ ონის მერიაში აცხადებენ.

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტმა მრავალძალი – შქმერის დამაკავშირებელი გზის პროექტი შეიძინა.

მრავალძალი – შქმერის დამაკავშირებელი საპროექტო გზის მონაკვეთი შეადგენს 8826 გრძ. მეტრს. გრძივი პროფილის დაპროექტებისას გათვალისწინებული იქნა არსებული გზის რელიეფური პირობები და მიწის ვაკისის მდგომარეობა.

აღნიშნული გზის გეგმა და პროფილი დაპროექტებულია ძირითადად არსებული გზის მაქსიმალური გამოყენებით, ხელოვნური ნაგებობების, მიწისქვეშა გადამღვრელების, სანიაღვრე არხების მოწყობის გათვალისწინებით.

“მრავალძალი-შქმერის დამაკავშირებელი გზა, საჩხერე-ონის გზაზე, მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს, ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს.” – განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები