თბილისში, ისრაელის მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი გაიმართა

“მშვიდობა ისრაელს” – ამ სახელწოდებით თბილისში ისრაელის მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ისინი ისრაელს სოლიდარობას უცხადებენ.

“სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელს და ებრაელ ხალხს. ეს არის ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვართ, რომ ისრაელი გაიმარჯვებს და დასრულდება ბოროტება, ადამიანების ხოცვა”,- განაცხადა აქციის მონაწილემ.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის მეტროდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა გამართეს. მათ ადგილზე ჰქონდათ ისრაელისა და საქართველოს დროშები და ასევე, მხარდამჭერი ბანერები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები