მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ბოლნისში ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები“ მოეწყო

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ბოლნისში ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები“ მოეწყო.  ფესტივალის სტუმრებს, ძველ გერმანულ უბანში, წისქვილის ქუჩაზე  ბოლნისელი მეღვინეების მიერ წარმოებული ღვინის დეგუსტაციის შესაძლებლობა ჰქონდათ. ფესტივალის ფარგლებში ასევე მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

“საფესტივალო დღის განმავლობაში გაიმართა ღვინის კოქტეილების დეგუსტაცია, ჩურჩხელების ამოვლება, პურის ცხობა, ფელამუშის მომზადება,  საწნახელში საზეიმოდ დაიწურა ყურძენი. სპეციალურად ფესტივალის პატარა სტუმრებისთვის  სხვადასხვა საბავშვო აქტივობა მოეწყო.

ფესტივალს მუსიკალურად აფორმებდა გიგი პიანომენი, საფესტივალო დღე კი ანსამბლი „ალილოს“, ბენდის ¼ და ლინდა ადამიას კონცერტით დასრულდა.

ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნიკა კობახიძე,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის, დმანისის, თეთრი წყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები