ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ადგილზე მოძრაობა შეფერხებულია

ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე ორი ავარია მოხდა, შედეგად მოძრაობა შეფერხებულია.

კერძოდ, სოფელ კორტანეთთან, საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება ამობრუნდა.  ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან. 

კიდევ ერთი ავარია აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, სოფელ ვარდგინეთთან მოხდა, სადაც ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე სამართალდამცავები და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები