რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსული სამხედრო თანამგზავრის აშშ-ში აფეთქების ფაქტი უარყო

რუსული სამხედრო სატელიტური თანამგზავრის აშშ-ის თავზე აფეთქების ფაქტი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო. ინფორმაცია აფეთქების თაობაზე ამერიკულ და რუსულ მედიაში გავრცელდა. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, ამ ინფორმაციის გავრცელების მიზეზი, შესაძლოა, ამერიკული სპეცსამსახურების მცდელობაა, გაარკვიონ თუ სად იმყოფება მათ მიერ დაკარგული კოსმოსური ობიექტი.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, რუსული სამხედრო სატელიტური თანამგზავრი – ფოტომზვერავი „კოსმოს-2495“ აშშ-ის ტერიტორიის თავზე აფეთქდა. საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი 2 სექტემბერს კოლორადოს და ვაიომინგის შტატების თავზე მოხდა. ამერიკულმა მეტეორულმა საზოგადოებამ კი „აფეთქების“ მოწმეების 30-ზე მეტი ანგარიში გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები