Al-Jazeera: IDF-ის საარტილერიო თავდასხმის შედეგად Reuters-ის ჟურნალისტი დაიღუპა

IDF-ის საარტილერიო თავდასხმის დროს, მანქანაში, რომელშიც რეპორტიორთა ჯგუფი იმყოფებოდა, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა, – აცხადებს არაბული საინფორმაციო არხი Al-Jazeera.

მათი მტკიცებით, დაშავებულები Al-Jazeera-სა და Reuters-ის ჟურნალისტები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია Reuters-ის ვიდეო-ოპერატორი ესამ აბდალა.

Al-Jazeera-ს ცნობით, შემთხვევა სოფელ ალმა ეშ-შააბთან ახლოს მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები